თამარ გუდავა: ივლისში სამი წელი შესრულდება, რაც ბათუმში ქალთა კლუბი არსებობს

თამარ გუდავა საუბრობს ბათუმში დაარსებულ „ქალთა კლუბზე“ და მის საქმიანობაზე, ამბობს, რომ ეს აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ნიჭიერი ქალების აღმოჩენაა.
Sputnik

„ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, გვსურს აღმოვაჩინოთ ნიჭიერი ქალები მწერლობაში, მხატვრობაში, ფოტოგრაფიაში და სხვა სფეროებში“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ თამარ გუდავამ.

თამარ გუდავა – ჟურნალისტი და ისტორიკოსი, 2015 წელს დააარსა ბათუმის “ქალთა კლუბი“ და მის ბაზაზე ბევრი საინტერესო კულტურული და საქველმოქმედო პროექტი განახორციელა.