თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

Sputnik

თბილისში 9 მაისს საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. დღესასწაულის ცენტრი ტრადიციულად ვაკის პარკი იყო, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი და მარადიული ცეცხლია. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ აღნიშნეს დიდი გამარჯვების დღესასწაული თბილისში

ომი ყოველთვის მოულოდნელად იწყება, თუმცა წლების შემდეგ ისტორიკოსების აზრით ის გარდაუვალი იყო. 1941 წელს დაიწყო დიდი სამამულო ომი. დღეისათვის მისი მონაწილეებისგან ცოცხალი ძალიან ცოტაღა დარჩა. თუმცა გმირების ხსოვნას, რომლებმაც ფაშიზმთან ბრძოლაში სიცოცხლე გაწირეს, პატივს მიაგებენ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები.

1 / 14
9 მაისს ვაკის პარკში ყოველთვის ბევრი ხალხია
2 / 14
გამარჯვების დღეს ვაკის პარკსა და მის შესასვლელში უჩვეულო სურათს წააწყდებით - ხალხი დგას წითელი დროშებიტა და სტალინის პორტრეტებით
3 / 14
თუ გასულ წლებში ვაკის პარკში გამარჯვების დღეს ომის წლების სიმღერები სრულდებოდა, წელს აქ საქართველოს ჰიმნი და XX საუკუნის კოპოზიციები გააჟღერეს
4 / 14
დრო გადის, და ყოველ წელს გამარჯვების დღეს ვაკის პარკში უფრო და უფრო ცოტა ვეტერანი მოდის. წელს 9 მაისი საკმაოდ მზიანი და თბილი იყო, ვეტერანებისთვის სცენასთან ახლოს ჩრდილში განათავსეს სკამები, სადაც კონცერტი მიმდინარეობდა
5 / 14
დილიდანვე ხალხი პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მიდიოდა, რათა გამარჯვების დღეს პატივი მიეგოთ გმირებისათვის
6 / 14
საქართველოს მთავრობის წევრებმა 9 მაისს ვეტერანებთან, მათი ოჯახის წევრებთან და პარკში მისულ ხალხთან ერთად მიაგეს პატივი ომში დაღუპულებს
7 / 14
უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გამარჯვების დღეს ყოველთვის დგას საპატიო გუშაგი - სამხედრო მოსამსახურეებს კი ქართული ეროვნული სამოსი აცვიათ
8 / 14
აქვე, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, მოდიან აქცია "უკვდავი პოლკის" მონაწილეები - უკვე რამდენიმე წელია აქცია 9 მაისს ვაკის პარკში იმართება
9 / 14
მარადიულ ცეცხლთან 9 მაისს ყვავილების ნამდვილ ზღვას იხილავთ
10 / 14
სამახსოვრო ფოტო გამარჯვების დღეს - ასეთი ფოტოებიც მალე ისტორიად იქცევა, რომლის დავიწყებაც არ შეიძლება. ვეტერანები ხომ დროსთან ერთად მიდიან
11 / 14
უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მისასვლელად 9 მაისს ასობით ადამიანს შორის გავლაა საჭირო
12 / 14
ვეტერანები მიდიან, თუმცა მათი გმირობა არ ავიწყდებათ მათ შთამომავლებს. წელს 9 მაისს ვაკის პარკში ძალიან ბევრი ხალხი იყო
13 / 14
მარადიული ცეცხლი - ნიშანი იმისა, რომ გმირების ხსოვნა არასდროს გაქრება
14 / 14
ხალხის რიგი, რომლებსაც ყვავილები მიჰქონდათ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან და სანთლებს ანთებდნენ, მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა