ბარდები: თბილისის საავტორო სიმღერის ფესტივალი ყველაზე თბილი ფესტივალია

საავტორო სიმღერის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებმა, რომელიც თბილისში 7–10 მაისს გაიმართა, თავიანთ შთაბეჭდილებებზე და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს. შემაჯამებელი პრესკონფერენცია ხუთშაბათს „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გაიმართა
Sputnik

წელს ფესტივალი ჩატარდა სახელწოდებით „მაქვს რაღაც სამღერი“ და ალექსანდრ გალიჩის 100 წლის იუბილესა და ვლადიმირ ვისოცკის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალის ორგანიზატორია ორგანიზატორი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“, მხარდამჭერი – ფონდი „რუსსკი მირ“–ი. საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“.

ავტორ–შემსრულებელმა რუსეთიდან, ოლგა ჩიკინამ, რომელიც თბილისის საავტორო სიმღერის ფესტივალში პირველად მონაწილეობდა, ფესტივალი სხვა საერთაშორისო ფესტივალებს შეადარა და აღნიშნა, რომ თბილისური შეხვედრები უნიკალური იყო.

Ольга Чикина

„ჩვენ, ბარდები, ხშირად ვხვდებით ერთმანეთს სხვადასხვა ფესტივალზე. ხშირად ვარ აშშ–ში, გერმანიაში, ისრაელში. საქართველოში არ ვყოფილვარ. დიდი მადლობა „რუსულ კლუბს“ ოცნების ახდენისთვის. დიდი ხანია, ქართულ მიწაზე ჩამოსვლას ვნატრობდი. აქ საოცრად თბილი მსმენელია, რომელიც საავტორო მუსიკას გულწრფელად აღიქვამს. არის პატარა, არის უფრო მასშტაბური ფესტივალები, მაგრამ თბილისური ყველაზე თბილია“, – აღნიშნა ჩიკინამ.

ვახტანგ აროშიძემ, რომელიც საქართველოს სახელით უკვე მეოთხედ მონაწილებს ფესტივალში, აღნიშნა, რომ ბარდების შეხვედრა უმაღლეს დონეზე გაიმართა.

„ასეთი შეხვედრები დიდი სიხარულია ყველასთვის, ვინც ბარდული მუსიკით არის გატაცებული. სხვა მუსიკალური ჟანრებისგან განსხვავებით, საავტორო სიმღერას არცთუ ისე ბევრი მსმენელი ჰყავს, მაგრამ ფესტივალი მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხშირად ვარ ფესტივალზე ბაქოში, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია, ტარდება, და ძალიან მახარებს, რომ თბილისი შეუერთდა ამ ტრადიციას“, – განაცხადა აროშიძემ.

Вахтанг Арошидзе

როგორც ბარდმა რუსეთიდან, ელმირა გალეევამ აღნიშნა, რომელიც უკვე მეორედ ესტუმრა საქართველოს, ბარდული მუსიკა საინტერესოა ახალგაზრდობისთვის და ეს ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს.

„საავტორო სიმღერის ფესტივალზე ტორონტოში ვიყავი. ორგანიზატორებმა ერთი დღე სპეციალურად ბავშვებისთვის გამოყვეს. მთელი დღის განმავლობაში ბავშვები და მოზარდები გიტარის თანხლებით საავტორო სიმღერებს მღეროდნენ. დარბაზშიც ბევრი ახალგაზრდა იყო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საავტორო სიმღერა კვლავ იცოცხლებს“, – აღნიშნა გალეევამ.

Эльмира Гареева

 „რუსსკი კლუბის“ წარმომადგენელმა ელენა გალაშევსკაიამ განაცხადა, რომ მომავალ წელს ფესტივალის ჩატარების არეალის გაფართოება იგეგმება.

 „ვგეგმავთ, რომ ფესტივალი საქართველოს რეგიონებშიც გადავიტანოთ. ადამიანებს მოენატრათ ასეთი კონცერტები, სურთ დაესწრონ. გასულ წელს კონცერტი რუსთავში გავმართეთ, სასურველია ჩავატროთ ასევე გორში, მცხეთაში. დავიწყოთ თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქებიდან და შემდეგ გავაფართოვოთ არეალი“, – აღნიშნა გალაშევსკაიამ.

Елена Галашевская

საავტორო სიმღერის თბილისის რიგით მეოთხე საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ ათი ქვეყნის წარმომადგენლები: ჯავიდ იმამვერდიევი, ვაფა მამედოვა (აზერბაიჯანი), ვახტანგ არუთინიანი (სომხეთი), ალექსანდრ ბალი (ბელარუსი), დავიდ ნოვოგრუდსკი (ისრაელი), ტინო აისბრენერი (გერმანია), კვარტეტი „ფლამინგო“ (ყაზახეთი), ვიგანტას კაზლაუსკასი (ლიტვა), ანტონი მურაცკი (პოლონეთი), ალექსანდრ ვანინი, ელმირა გალეევა, ოლგა ჩიკინა (რუსეთი), ვადიმ გეფტერი (უკრაინა).