პრესკონფერენცია: საავტორო სიმღერების საერთაშორისო ფესტივალის შედეგების შეჯამება

საავტორო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეების პრესკონფერენცია ხუთშაბათს, 10 მაისს, 16:00 საათზე „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გაიმართება
Sputnik

თბილისის საერთაშორისო ბარდების სიმღერის ფესტივალი ქალაქში პირველად 2014 წელს ჩატარდა, რომელიც ცნობილ პოეტსა და კომპოზიტორს, ბულატ ოკუჯავას მიეძღვნა.

წელს ფესტივალი, რომლის ორგანიზატორი საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი ”რუსული კლუბია”, ტარდება სახელწოდებით „მაქვს რაღაც სამღერი“ და ალექსანდრ გალიჩის 100 წლის იუბილესა და ვლადიმირ ვისოცკის 80 წლის იუბილეს ეძღვნება. 

ვიდეოხიდი ვლადიმირ ვისოცკის დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით

ფესტივალზე საქართველოს წარადგენენ ისეთი შემსრულებლები, როგორიცაა რობ ავადიაევი, ვახტანგ აროშიძე, ანა გრიგი, ზურა ზაქარიაძე, ოლეგ მჭედლიშვილი, ირინა პაროშინა და გოგა ჭყონია. რიგით მეოთხე ფესტივალში ათამდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

– ვახტანგ აროშიძე (საქართველო);

– ოლგა ჩიკინა (რუსეთი);

– ელმირა გალეევა (რუსეთი)

– ანტონი მურაცკი (პოლონეთი);

– ჯავიდ იმამვერდიევი (აზერბაიჯანი).

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ბრიფინგში მონაწილეობისთვის, რომელიც ჩატარდება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს–ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.