საბჭოთა და რუსული კინოსა და თეატრის მსახიობი ოლეგ ბასილაშვილის სახელს უკავშირდება უბადლოდ შესრულებული თეატრალური როლები და ასობით კინოროლი
ბასილაშვილი მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა ფილმებში — „სამსახურებრივი რომანი“, „შემოდგომის მარათონი“ და „სადგური ორისთვის“ შესრულებული როლებისთვის. Sputnik-საქართველო საშუალებას გაძლევთ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი მსახიობის შემოქმედებას.
ოლეგ ბასილაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე (2011 წელი) და პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის (2010 წელი, საქართველო) ლაურეატია.