რა პროექტებს განახორციელებს EBRD საქართველოში

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) საქართველოში დაახლოებით სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს მოზიდული, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
Sputnik

„EBRD საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტია. გასულ წელს ბანკმა განახორციელა ისტორიული მაქსიმუმის ოდენობის ინვესტიცია და მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ბანკი კიდევ უფრო ზრდის თავის პორტფელს ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე EBRD-ს პრეზიდენტს, სერ სუმა ჩაკრაბარტის იორდანიაში, ბანკის ყოველწლიური შეკრების ფარგლებში შეხვდა.