სებ-ის პრეზიდენტი კრიპტოვალუტებში ინვესტირების მსურველებს აფრთხილებს

კრიპტოვალუტების სფეროს რეგულირება აუცილებელი გახდება, განუცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.
Sputnik

„ინვესტორები უნდა იყვნენ ფრთხილად, რადგან კრიპტოვალუტების ფასს მერყეობა ახასიათებს. რაც შეეხება ზოგადად ვირტუალურ ვალუტებს, ვფიქრობ, რომ ამასთან დაკავშირებით რეგულაციები აუცილებელი იქნება“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტების მოპოვებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ვირტუალური ვალუტების მაინინგსა და ინვესტირებაში ბევრი ადამიანია ჩართული, ხოლო ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 15% სწორედ კრიპტოვალუტებზე მოდის.