თბილისი, 9 მაისი — Sputnik. პოლონეთში ამობრუნდა ტრეილერი, რომელსაც ოცი ტონა თხევადი შოკოლადი გადაჰქონდა, იუწყება РИА Новости პორტალ Najwyzszy Czaz-ზე დაყრდნობით.
ინციდენტი ვარშავასა და პოზნანს შორის მოხდა. ცისტერნის შიგთავსი გზაზე დაიღვარა და ორივე მიმართულებით მოძრაობა დაბლოკა.
ავტოავარიის ადგილზე გამოიძახეს მეხანძრეები, რომლებიც გაციებულ შოკოლადს წყალს ასხამენ. მათი განმარტებით, გზის გაწმენდა მხოლოდ ასეა შესაძლებელი.
მძღოლმა მიიღო ტრავმები, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.