ია ფარულავა: პირობა დავდე გულში, მონაზვნობა მინდოდა

მსახიობი ია ფარულავა საუბრობს, რაზე ოცნებობდა, სანამ მისი ცხოვრება კინოს დაუკავშირდებოდა.
Sputnik

„ეს ის პერიოდი იყო, როცა ძალიან ჩავერთე ამ ამბავში. მაშინ პატარა ვიყავი. პირობა დავდე გულში, რომ მონაზონი უნდა ვყოფილიყავი. იმ დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სამი მონაზონი იყო. სულ ფუსფუსებდნენ, უვლიდნენ პატრიარქს და მომწონდა მათი ცხოვრება“, – იხსენებს ია ფარულავა.

ცნობილი მსახიობის თქმით, ეს ძალიან რთული გზა და დიდი ტვირთია. ეს იყო მისი ბავშვური ფანტაზიები და გატაცება. მაგრამ მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში კინო შემოვიდა, ყველაფერი შეიცვალა.