ამირეჯიბი: თუ „კარგი ტიპია“ შენ გვერდით, ის სხვა ქალს არ გააყოლებს თვალს

მსახიობი ეკა ამირეჯიბი საუბრობს იმაზე, არის თუ არა ეჭვიანი.
Sputnik

„არ ვარ ეჭვიანი და ეს არ მამყოფებს დიდად სახარბიელო მდგომარეობაში. ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობის დროს ყველაზე ბოლო, რასაც ვფიქრობ, არის ის, რომ შეიძლება ეს ადამიანი მატყუებდეს. რაც შეეხება ქალის და მამაკაცის ურთიერთობას, თუ არ არსებობს კონკრეტული საბაბი, არ ვიეჭვიანებ“, – ამბობს ეკა ამირეჯიბი.

მსახიობის განცხადებით, როცა ადამიანი უყვარს და აქვს მისი ნდობა, ამ დროს არ ეჭვიანობს. თუმცა დასძენს, რომ მამაკაცს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ დროს. დაუშვებელია, თუ ის საყვარელი ქალის გვერდზე მიდის და სხვა ქალს აყოლებს თვალს.