ცხოველი–სიმბოლოები: ადამიანის ყველაზე ცნობილი თანამგზავრები

Sputnik

თანამედროვე მეგაპოლისებში დღეს არა მხოლოდ ძაღლები და კატები გვხვდება, არამედ სხვა ცხოველებიც, რომლებიც ქალაქებში ბინადრობას შეეჩვივნენ. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში, რომელი ცხოველებითა და ფრინველებით არის ცნობილი სხვადასხვა ქალაქები.

ადამიანი ოდითგანვე მიჩვეულია ცხოველებთან ურთიერთობას. ხშირად ვხვდებით თაგვებს სარდაფებში, ცათამბჯენების სახურავებზე კი მთის არწივებს. მითები კანალიზაციაში მოცურავე ნიანგებისა და პირანიების შესახებ კი დღეისათვის საკმაოდ რეალურადაც იქცა.

1 / 8
ერმიტაჟული კატები - ერმიტაჟის მუზეუმის თანამშრომლები. ცხოველები უკვე 300 წელია ექსპონატებს იცავენ თაგვებისგან. ამ კატების შესახებ წერენ წიგნებსა და იღებენ ფილმებს, მათ უძღვნიან ლექსებს და ხატავენ
2 / 8
თავდაპირველად მგლების ნათესავებს თავდასაცავად იყენებდნენ, შემდეგ - როგორც დამხმარე მონადირეს. ძაღლების დახმარებით მარეკები მწყემსავდნენ ფარებს, გადაადგილდებოდნენ მარხილით, უმკლავდებოდნენ სიცივეს. ძველ ეგვიპტეში მუმიფიცირეუბლ ძაღლებს სპეციალურ სასაფლაოზე მარხავდნენ. შოტლანდიაში ძაღლებს ქალაქების გერბებზე სახავენ
3 / 8
ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს მეცნიერების განვითარებაში თაგვებმა და კატებმა. მათ სამადლობლად ნოვოსიბირსკში ხუთი წლის წინ თაგვის ძეგლი გახსნეს, რომელიც მშვიდად ქსოვს დნმ-ის იშვიათ და ნაკლებად შესწავლილ მოლეკულას
4 / 8
კარლ II-ის დროიდან მიიჩნევა, თუ ყორნები დატოვებენ თაუერს - დაინგრევე თავად ბრიტანეთიც. ხოლო ოდესღაც ლეშის მჭამელი ყორნების ყურადღება თაურზე დამნაშავეებმა მიიპყრეს, რომლებიც სასჯელის შემდეგ შესაშინებლად ჰყავდათ დამწყვდეული კოშკზე
5 / 8
ფრთოსანი მტაცებლები: ძერებმა, მთის არწივებმა, შევარდენებმა, ბუებმა და არწივებმა ადამიანთან ახლოს გადაინაცვლეს. ქალაქებში ნაკლები პარკებია, თუმცა საკვების მოპოვება უფრო მარტივია. ამიტომ ფრთოსანი მტაცებლები ხშირად ქალაქში სახლდებიან კიდეც
6 / 8
მეგაპოლისების პეიზაჟების ნაწილად იქცნენ ნახევრად ველური ქალაქის იხვები. მაგალითად, მხოლოდ მოსკოვში ყოველწლიურად იზამთრებს დაახლოებით 25 ათასი სხვადასხვა ჯიშის იხვი
7 / 8
ვენეციაში მტრედების ფოტოები უკანონოდ მიიჩნევა. მტრედების კვება ათ წელზე მეტია აკრძალულია. ჯარიმა - 700 ევრომდე. ხელისუფლება ამ აკრძალვას მტრედების პოპულაციის კონტროლით ხსნის, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ ძეგლებსა და შენობებს
8 / 8
თუ ენოტი ევროპელისათვის საყვარელი რბილი ცხოველია, იაპონელისათვის ეს მაქცია-ტანუკის სიმბოლოა. მხოლოდ ენოტი-ტანუკის მფარველობით კეთდება კარგი საკე. ზუსტად ამიტომ ენოტების სკულპტურები და ფიგურები ხშირად გვხვდება კვების ობიექტებში იაპონიაში