ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 10 მაისს

დედაქალაქში დღისით ჰაერის ტემპერატურა 24 გრადუსამდე მოიმატებს
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ხუთშაბათს, 10 მაისს უმეტესად ნათელ ამინდს პროგნოზირებენ.

დაახლოებით 16:00 საათისთვის სუსტი წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა იქნება +16 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური დღისით 24 გრადუსი სითბო იქნება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:46 საათზე ამოვა და 20:08 საათზე ჩავა.