თბილისელი სკოლის მოსწავლე გაუჩინარდა

გოგონა სახლიდან გამოვიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. უკვე მეორე დღეა, ოჯახი და ახლობლები 15 წლის თინათინ ნიკოლაძეს ეძებენ, რომელიც თბილისში გაუჩინარდა.

თინათინის მამამ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას განაცხადა, რომ გოგონა ბოლოს დედამ ნახა, რომელმაც გოგონა სკოლაში ორშაბათ დილით გააცილა. თუმცა, გოგონა სკოლაში არ მისულა და დღემდე არსად ჩანს.

დაკარგული გოგონას მშობლებმა განცხადებით უკვე მიმართეს პოლიციას. ძებნა უკვე დაწყებულია. ისინი ყველას სთხოვენ, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს მათი ქალიშვილის შესახებ, დარეკონ ტელეფონის ნომერზე +995 577 19 00 91.