რა ახალი რეგულაცია შემოვა ლომბარდებთან დაკავშირებით

ლომბარდებს ავტომობილებისა და უძრავი ქონების მიღება უნდა აეკრძალოთ, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
Sputnik

„ლომბარდები საქართველოში გადაიქცა გარკვეულწილად ჭარბვალიანობის მთავარ მიზეზად. უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყაროც“, — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლომბარდთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღება მიმდინარე წლის მაისში იგეგმება.