კახა კალაძე: ვნახოთ, აბა, რისი გამკეთებლები არიან

თბილისის მერია მზადაა „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთ ლარად გადასცეს მიწისქვეშა საპარკინგე ადგილები, განუცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედს“.
Sputnik

„გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა და მზად ვართ ერთ ლარად გადავცეთ ეს კონკრეტული გამოყოფილი ადგილები ინვესტორს. მინდა ეს ასევე „ნაციონალურ მოძრაობასაც“ შევთავაზო და ვნახოთ, აბა, რისი გამკეთებლები არიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულომ სამ ადგილზე – გეგეშიძის ბაღის, მეტროს სადგურ „ვარკეთილის“ და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგისთვის ქონების ერთ ლარად გასხვისების საკითხს მხარი დაუჭირა.