ფრანგებს, გერმანელებს და იტალიელებს პუტინი მსოფლიოში უძლიერეს ლიდერად მიაჩნიათ

საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ლიდერად ასახელებს.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მცხოვრებლებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ლიდერად დაასახელეს. გამოკითხვა პროექტ „Sputnik.მნენიას" ფარგლებში კომპანია Ifop-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-სთვის ჩაატარა.

გამოკითხვაში პირველი ადგილი ვლადიმირ პუტინმა დაიკავა — გერმანელების (34%), ფრანგების (34%) და იტალიელების (38%) მესამედზე მეტი მას ამ დროისთვის მსოფლიოში უძლიერეს ლიდერად მიიჩნევს. მეორე ადგილზე დონალდ ტრამპია — ფრანგების 25%-ს, გერმანელების 27%-ს და იტალიელების 29%-ს ის ყველაზე ძლიერ ლიდერად მიაჩნიათ. ამერიკის პრეზიდენტმა მხოლოდ თავის ქვეყანასა და დიდი ბრიტანეთში შეძლო რუსეთის ლიდერისთვის გასწრება — ამ ქვეყნებში ტრამპი მსოფლიოში უძლიერეს ლიდერად მიაჩნიათ ამერიკელების 43%-ს და ბრიტანელების 33%-ს, პუტინს კი მხარი დაუჭირეს ამერიკელების 23%-მა და ბრიტანელების 26%-მა. მესამე ადგილი ჩინეთის პირველმა პირმა სი ძინპინმა (Xí Jìnpíng) დაიკავა — საფრანგეთის მოსახლეობის 17%, გერმანიის 19%, იტალიის 13%, დიდი ბრიტანეთის 9% და აშშ-ის მოსახლეობის 4% მას მსოფლიო ლიდერებში პირველ ნომრად ასახელებს.

Инфографика
Инфографика
Инфографика
Инфографика
Инфографика

ამასთან, საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში რუსეთის პრეზიდენტს უძლიერეს პოლიტიკოსად ქალები უფრო ხშირად ასახელებდნენ, ვიდრე მამაკაცები.

გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა 22-27 მარტს ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 5029 რესპონდენტმა. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით ითვალისწინებს. მაქსიმალური ცდომილება 3,1%-ს შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას" შესახებ

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა საერთაშორისო პროექტმა 2015 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები: Populus, Ifop და forsa.

"Sputnik.მნენიას" ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში აქტუალური სოციალური და პოლიტიკური საკითხების გარშემო.

"Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik-საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს Sputnik-ის (sputniknews.com) ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.