ავტოავარია ტრაგიკული შედეგით: ორი დაღუპული და 17 დაშავებული

ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 17 დაშავებული მარნეულისა და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. დაბა მანგლისთან, კოდა–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 46-ე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა — დაიღუპა ორი ადამიანი, 17 მგზავრი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქედაში ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამაინი დაიღუპა

როგორც ტელეარხს შსს-ში განუცხადეს, „მერსედესის" მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 17 დაშავებული მარნეულისა და თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მგზავრები ფოკას დედათა მონასტერში მოსალოცად იმყოფებოდნენ.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.