საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში: ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

Sputnik

ხუთი ადამიანი დაიღუპა საზარელი ავარიის შედეგად ქედაში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან.

ქედაში მთიან გზაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა ავტოავარიის შედეგად — "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა. მომხდარ ფაქტზე პოლიცია გამოძიებას ატარებს, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

1 / 14
პირდაპირი შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა
2 / 14
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ პოლიციისა და სამედიცინო ბრიგადები
3 / 14
ავარიას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
4 / 14
პოლიციამ ავტოავარიის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
5 / 14
მომხდარის ფაქტზე საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით - "უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა"
6 / 14
ავარიის თვითმხილველები მომხდარის გამო შოკში იყვნენ
7 / 14
დაზიანებული "მერსედესის" სადგომზე გადასატანად საჭირო გახდა ევაკუატორი
8 / 14
ავარიის შემდეგ საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროის განმავლობაში გართულდა
9 / 14
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო ავტომობილიც საკმაოდ დაზიანდა
10 / 14
შეჯახების მიზეზებსა და ავტოკატასტროფაში დამნაშავეს გამოძიება გამოავლენს
11 / 14
პოლიცია ავარიის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა და მომხდარის დეტალებს არკვევდა
12 / 14
შემთხვევის ადგილის შესწავლის შემდეგ სამართალდამცველებმა "მერსედესი" ევაკუატორზე აიტანეს
13 / 14
მიუხედავად იმისა, რომ ქედას რაიონში სამთო გზის მხოლოდ დასაწყისია, აქ საკმაოდ რთული ტრასაა და მძღოლებს ყურადღება ესაჭიროებათ
14 / 14
ავარიის შედეგად დაზიანებული მერსედესი ევაკუატორს შემთხვევის ადგილიდან მიაქვს