ხობში საცხოვრებელი სახლი იწვის

ცეცხლს ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ებრძვის
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიხუში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, იტყობინება ადგილიდან „Sputnik —საქართველოს“ კორესპონდენტი.

თვითმხილველთა განცხადებით, ცეცხლი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. 

ამ წუთებში ცეცხლის ლოკალიზებას ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს. საბედნიეროდ, ოჯახმა სახლიდან გამოსვლა დროულად შეძლო. დაშავებული არავინაა. დამწვარია საყოფაცხოვრებო ნივთები.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.

ცეცხლის გაჩენის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.