თბილისში ჩაცმულობის გამო არასრულწლოვანი სცემეს – დამნაშავეები დაკავებული არიან

პოლიციამ დამნაშავეები შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი დააკავეს, რომლებმაც არასრულწლოვანს ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო შეურაცხყოფა მიაყენეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

შსს-მ ტრანსგენდერ ქალზე თავდამსხმელი დააკავა

დაკავებული არიან 1994 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ვ.ხ. და 1992 წელს დაბადებული ვ.ბ. მათ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 2001 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჩაცმულობისა და გარეგნობის გამო.

პოლიციამ, რომელსაც არასრულწლოვანმა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, დამნაშავეები შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.