ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თბილისში, ვაზისუბანში, ბეგიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.

ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.