ზაფხულში ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

ბათუმში ახალ ბულვარში გაიხსნება ახალი სასტუმრო 170 ნომრით
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „გრანდ გლორია“ გაიხსნება, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ახალ ბულვარში მდებარე სასტუმროს მშენებლობა ბოლო ეტაპზეა. სასტუმროს ტექნიკური დათვალიერება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჩაატარა. 

„სასტუმრო სრულყოფილად იფუნქციონირებს ოთხივე სეზონის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა. აღნიშნულ ობიექტს ჰქონდა შეფერხებები, ჩვენი მხრიდან ინვესტორებთან იყო სწორი კომუნიკაცია, მოხდა მაქსიმალური ხელშეწყობა და ვალდებულებების გადავადება, რამაც შედეგი გამოიღო და დღეს უკვე გვაქვს დასრულებული და წარმატებული პროექტი“, — აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ქობულეთის სანაპიროს იჯარით გადასცემენ

სასტუმრო „გრანდ გლორიაში“ სულ 170 ნომერი იქნება. აქ იფუნქციონირებს ღია და დახურული აუზები, სპა-ცენტრები, საკონფერენციო დარბაზები.

სასტუმროს გახსნა 2018 წლის ივნისში იგეგმება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონ დოლარს შეადგენს. ამჟამად სასტუმროში 100 ადამიანია დასაქმებული.

ბათუმის ენერგომომარაგება გაუმჯობესდება >>

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად იზრდება. ტურისტთა ძირითადი ნაკადი ზაფხულის სეზონზე შავი ზღვის სანაპიროზე მოდის. ტურისტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმი.