მარნეულში 21 წლის ბიჭი მოკლული ნახეს

ახალგაზრდა მამაკაცი გადაჭრილი თოფით მოკლეს და ორმოში ჩააგდეს
Sputnik

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდხოჯალოში 21 წლის ბიჭი მოკლული ნახეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi2).

ადგილობრივების თქმით, ნამაზ ვალიევი სახლიდან 5 მაისს, სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა და აღარ დაბრუნებულა.ვალიევის ცხედარი 6 მაისს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. 

თბილისში ჩაცმულობის გამო არასრულწლოვანი სცემეს – დამნაშავეები დაკავებული არიან

 „ეს არის შემთხვევის ადგილი. მოიყვანა და ტყვია თავში ესროლა. აი, სისხლის გუბეც დარჩენილია და ამის შემდეგ ამ ორმოში ჩააგდო. გუშინ საღამოს მოკლული 21 წლის ბიჭი საღამოს იპოვა ადგილობრივმა მწყემსმა. ადგილზე მოსული იყო პოლიციაც. ისინი გვეუბნებიან, რომ ერთ-ერთ ობიექტზე სათვალთვალო კამერები ამოიღეს, სადაც სამი მამაკაცის გადაადგილება ჩანს“, — აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი.

ოჯახის წევრების განცხადებით, 21 წლის ბიჭი ე.წ. გადაჭრილი თოფით მოკლეს.

რა გახდა მარნეულში 20 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი

„5 მაისს საღამოს მას დაურეკეს და სახლიდან გავიდა, 6 მაისს შეგვატყობინეს რომ მოკლული იყო. თითქმის მთელი სოფელი დაიკითხა, მაგრამ არავინ არაფერი იცის, არც მე მსმენია, რომ ვინმესთან პრობლემა ჰქონოდა. არ მუშაობდა და არც სწავლობდა, ძირითადად ჩვენ გვეხმარებოდა სახლის საქმეებში. ის საძოვარ ადგილას იპოვა მწყემსმა. ე.წ. „აბრეზით „მოკლეს" აცხადებს მოკლულის ბაბუა.

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე 108-ე და  236-ე მუხლებით აღძრა (განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება).