ოზურგეთში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
Sputnik

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში გამთენიისას ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მდინარე აჭისწყალში იპოვეს, იუწყება გურიიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა“) მიმდინარეობს.

ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.