ირინა ჩიტაშვილი: საგაზაფხულო გამოფენაზე 70 მხატვარს შორის მეც ვარ

ირინა ჩიტაშვილი საუბრობს გამოფენაზე, რომელსაც ქალთა ორგანიზაცია თბილისში წელიწადში ორჯერ-შემოდგომასა და გაზაფხულზე აწყობს.
Sputnik

„გაზაფხული ჩემთვის მაინც ხარებასა და აღდგომასთან არის დაკავშირებული, ამიტომ ამ გამოფენისთვის შევარჩიე ჩემი ნახატი, რომელსაც „ხარება“ ჰქვია“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ირინა ჩიტაშვილმა.

ირინა ჩიტაშვილი- მხატვარი, მისი ნახატების ინსპირაცია და შთაგონება ადამიანი, ბიბლია და სახარებაა. 16 ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული.