სპორტსმენებმა „ქართუ ჯგუფის“ ოფისთან აქცია გამართეს

აქციის მონაწილეები „ლაგუნა ვერეს“ აღდგენას და აუზის სახელწიფო მფლობელობაში გადაცემას მოითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. დღეს სპორტსმენების ნაწილმა „ქართუ ჯგუფის“ ოფისთან აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2).

„არა წყალი, არა მომავალი!" — ამ სახელწოდების აქციაზე სპორტსმენები „ლაგუნა ვერეს“ აღდგენას და აუზის სახელწიფო მფლობელობაში გადაცემას მოითხოვენ.

პატარკაციშვილის მეგობარს ივანიშვილის ბანკის შესყიდვა სურს

აქციის მონაწილეების განცახდებით,  „ლაგუნა ვერე“ წლების წინ კომპანია „იუნონამ“ შეიძინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ ჯგუფის“ მფლობელობაშია. თუმცა, „ლაგუნა ვერეზე“ ამ დრომდე რეაბილიტაცია არ დაწყებულა.

„ქართუ ბანკთან“ შევიკრიბეთ, რადგან 2007 წლიდან ამ ბანკის დაქვემდებარებაშია „ლაგუნა“. 2013 წელს დაიკეტა აუზი. მოვითხოვთ გაიხსნას აუზი და დაუბრუნდეს ძველებური სახე, რომ ისევ ჰქონდეთ სპორტსმენებს და არა მარტო სპორტსმენებს იქ მისვლის საშუალება“, — განაცხადა წყალბურთელმა იმედა სანატაშვილმა.

აქციის მონაწილეები სპორტული კომპლექსის ძველი ფუნქციის აღდგენას მოითხოვენ.