ტრაგედია ნადირობისას: ახმეტაში მაშველებმა ხრამიდან 26 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

წინასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცდა და ხევში ჩავარდა.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ, მაშველებმა ხრამიდან 26 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თბილისიდან ჩასული მამაკაცი ხეობაში თანმხლებ პირებთან ერთად სანადიროდ იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცდა და ხევში ჩავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ხრამში 150 მეტრ სიმაღლიდა გადავარდა.