ქედაში ავტოავარიის შედეგად ხუთი ადამაინი დაიღუპა

„ღვინის სახლთან“ ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
Sputnik

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. აჭარაში, დაბა ქედაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა „ღვინის სახლთან“ მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.

თავისუფლების მოედანზე ავტომობილი დაიწვა

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დამხმარების ცენტრში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადაა გასული.

ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 

შინაგან საქმეთა სამინიატრომ  გამოძიება 276-ე მუხლის 5 ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის გაუმართაობას ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხნობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.