„2001 წელი იყო. ძალიან ჭირდა ცხოვრება. მეზობელმა მთხოვა, ვარდები გავყიდოთო. დავთქვით დღე, მაგრამ ამ ქალის ბავშვს ჰქონდა სიცხე და წავედი მარტო. მოვხვდი სრულიად უცხო ხალხში. ყველა მეუბნებოდა, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. თუ ცარიელ ადგილზე დავდგებოდი, მეუბნებოდნენ, რომ ის ადგილი დაკავებული იყო და სხვაგან წავსულიყავი. ვიდექი ცალკე გულდაწყვეტილი“, — იხსენებს მეყვავილე.
გაბარაშვილის განცხადებით, არავინ არაფერს ასწავლიდა, ამან კი უფრო გააძლიერა, დააინტერესა და შეიყვანა აზარტში, რათა უფრო მეტი ესწავლა და გაეკეთებინა ამ სფეროში.