რა ბედი ეწია ცაგერში ნაპოვნ მურა დათვის ორ ბელს

„წითელ ნუსხაში" შეტანილი მურა დათვის ბელებმა ბინა თბილისის ზოოპარკში დაიდეს.
Sputnik

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი მურა დათვის ბელები თბილისის ზოოპარკს გადასცეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში წითელ წიგნში შეტანილი ცხოველი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, დეპარტამენტს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ორბელიდან მოქალაქე დაუკავშირდა და ტყის პირად დათვის ორი ბელის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და დაახლოებით 2-3 თვის ასაკის, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მურა დათვის სახეობის ბელები იპოვეს", – ნათქვამია განცხადებაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ბელებს არავითარი დაზიანება არ აღენიშნებათ.

საქართველოს „წითელ ნუსხაში" ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა და ცხოველთა 200-მდე სახეობაა შეტანილი.