თავისუფლების მოედანზე ავტომობილი დაიწვა

მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს, დაშავებული არავინაა
Sputnik

თბილისი, 4 მაისი —  Sputnik. თბილისში, თავისუფლების მოედანზე ავტომობილის აალებამ მოსახლეობა შეაშინა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტელეკომპანიის მონაცემებით, ავტომობილის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა და ავტომობილს მოეკიდა.

ხანძარი ჩამქრალია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.