თბილისი, 4 მაისი — Sputnik. მზიან სამუშაო დღეებს უქმეებზე, 5-6 მაისს დედაქალაქში ხანმოკლე წვიმები და ღრუბლიანი ამინდი ჩაანაცვლებს.
სინოპტიკოსები ნალექს დღის მეორე ნახევარში ვარაუდობენ.
შაბათს ღამით მინიმალური ტემპერატურა იქნება 16, ხოლო დღისით — 27 გრადუსი სითბო. კვირას ღამით ასევე 16 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო დღისით ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.
ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.