შურისძიება ხაშურში: დაჭრილი მეუღლე, მოკლული მაზლი

სავარაუდო დამნაშავე ქალბატონის ახლანდელი მეუღლეა.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ხაშურის მუნიციპალიტეტში შუახნის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცოლის მკვლელობის მცდელობა გამვლელების თვალწინ თბილისში - ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

შემთხვევა სოფელ ალში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაღუპულია 45 წლამდე მამაკაცი, რომელსაც გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები აქვს მიყენებული.

წინასწარი ინფორმაციით, მოკლული რამდენიმე მამაკაცთან ერთად ყოფილი რძლის ოჯახში მივიდა. ამ დროს სახლში იმყოფებოდა ქალის ამჟამინდელი მეუღლეც. მათ შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.

ჩხუბის შედეგად დაჭრილია ქალის მეუღლე, ხოლო ყოფილი მაზლი კი დაიღუპა. მის მკვლელობაში ბრალს სწორედ ქალის ქმარს სდებენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობა“), რომელიც ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.