„ლურჯი ვეშაპის“ კიდევ ერთი მსხვერპლი საქართველოში: გურიაში 17 წლის ბიჭმა ვენები გადაიჭრა

ახალგაზრდა და მისი მეგობრები ფსიქოლოგებისა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან.
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში 17 წლის ბიჭმა ვენები გადაიჭრა, მიზეზი, სავარაუდოდ, სახიფათო კომპიუტერული თამაში ლურჯი ვეშაპი" გახდა, იუწყება ტელეარხი „რუსთავი2“. 

„ერთ-ერთი ახალგაზრდის მიმართ აქვთ განსაკუთრებული ეჭვი, რომ ამ თამაშში არის ჩართული ეს ადამიანი… რაც შეეხება ჩვენი ვიზიტის მიზანს, ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე, რომ სკოლის კუთხითაც ვინმე არ იყოს ჩართული“, — განუცხადა „რუსთავი 2-ს“ სავარაუდოდ, ერთ-ერთმა ზედამხედველმა, რომელმაც კამერის წინ სახის გამოჩენა არ ისურვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფსიქოლოგებისა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. ამასთან, მეთვალყურეობაა დაწესებული მის რამდენიმე ყოფილ კლასელზეც, ვისთანაც ახალგაზრდა დღემდე მეგობრობდა.