ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 5 მაისს

დედაქალაქში დღისით 24 გრადუსი სითბო იქნება
Sputnik

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსები შაბათს, 5 მაისს თბილისში ხანმოკლე წვიმებსა და ელჭექს პროგნოზირებენ.

ღამით დაფიქსირდება მინიმალური ტემპერატურა — +16 გრადუსი, ხოლო დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 05:52 საათზე ამოვა და 20:02 საათზე ჩავა.

ამინდი საქართველოში: ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება>>