ზუგდიდში ოქროს ბირჟა გაძარცვეს

ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
Sputnik

თბილისი 2 მაისი — Sputnik. ზუგდიდში, კოსტავას ქუზაზე მდებარე ოქროს ბირჟა გაძარცვეს, იუწყება სამეგრელოდან „Sputnik–საქართველოს“ კორეპონდენტი.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა, ერთ-ერთი დახლიდან ძვირფასეულობა გაიტაცა და ადგილიდან მიიმალა.

ჯერჯერობიით უცნობია ბოროტოქმედმა რა რაოდენობის ოქრო გაიტაცა.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მოხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს.