ხათუნა ჟორდანია: მე და ზურას ხშირად გვაქვს კონფლიქტი

მომღერალ ზურა ხაჩიძის მეუღლემ ხათუნა ჟორდანიამ „გია ჯაჯანიძის შოუში“ ისაუბრა იმაზე, როგორი ურთიერთობა აქვს მეუღლესთან და რამდენად მყარია მათი ოჯახი.
Sputnik

„შეყვარებულობის პერიოდი სხვა ეტაპია და როცა უკვე ოჯახს ქმნი – სხვა. მე და ზურას ხშირად გვაქვს კონფლიქტი, თუმცა უმეტესად ჩვენი ცხოვრება არის მშვიდი, წყნარი, სიყვარულით სავსე“, — ამბობს ჟორდანია.

ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი უკვე 15 წელს ითვლის. წყვილს ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი აქვს ქართულ შოუბიზნესში. ხათუნას და ზურას ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავთ.