თბილისში მთელი ზაფხულის განმავლობაში ფოლკლორული კონცერტები გაიმართება

რიყის პარკში შაბათობით კონცერტებს „სუხიშვილები" და „თეატრალური კვარტეტი" გამართავენ.
Sputnik

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ზაფხულში, ყოველ შაბათს თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს ფოლკლორული სიმღერისა და ქართული ცეკვების კონცერტები ელოდებათ, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გორან ბრეგოვიჩი თბილისში: კადრები მუსიკოსისა და კომპოზიტორის კონცერტიდან

პროექტი Cultural Night Tours In Georgia სტარტს 9 ივნისს აიღებს და 25 აგვისტოს დასრულდება. კონცერტები 20:00 საათზე დაიწყება.

რიყის პარკში კონცერტებს გამართავენ ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი „სუხიშვილები" და ანსამბლი „თეატრალური კვარტეტი".

პროექტი სამთავრობო პროგრამა Check In Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება. პროექტი Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლის აპრილიდან დაიწყო. პროექტის მიზანი საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ამაღლებაა.

პროექტის ფარგლებში საქართველომ მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ Aerosmith, რობი უილიამსი, Maroon 5, The Prodigy, ეროს რამაზოტი, ხოსე კარერასი, Scorpions და ა.შ.