ბეგაშვილი: ფუფუნებაში ვცხოვრობდი და უცბად რკინის საწოლში გავიღვიძე, არაფერი აღარ მქონდა

მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი საუბრობს იმის შესახებ, ბოლო პერიოდში რა შეიცვალა მის ცხოვრებაში.
Sputnik

„ერთ დღეს ფუფუნებაში ვცხოვრობდი და ძალიან რბილ საწოლში მეძინა, მეორე დღეს რკინის საწოლში მომიწია დაძინება. უცბად არაფერი აღარ მქონდა. დღეს არ მადარდებს – რა მიკეთია, რა მაცვია, რა მაქვს, მთავარია, რომ თენდება დილა და ვხედავ ჩემ შვილს“, — ამბობს შორენა ბეგაშვილი.

ცნობილი მოდელის თქმით, მის ცხოვრებაში მოხდა ყველაფრის გადაფასება. ერთ დღეს ყველაფერს სხვა თვალით შეხედა და ამის მერე არაფერი მატერიალური აღარ არის მისთვის ღირებული.