სომხეთის პარლამენტმა ფაშინიანი პრემიერად არ აირჩია

ხანგრძლივი განხილვის შემდეგ სომეხმა პარლამენტარებმა სახალხო კანდიდატ ნიკოლ პაშინიანს მხარი არ დაუჭირეს
Sputnik

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სამშაბათს სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ხმა საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ მისცეს.

ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო, პარლამენტის სხდომა სომხეთის ტელეარხების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

რა კავშირია ივანიშვილის დაბრუნებასა და სომხეთის რევოლუციას შორის >>

სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 23 აპრილს გადადგა. მასთან ერთად გადადგა მთავრობა. პრემიერის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი, რომელიც ამ თანამდებობას ადრე იკავებდა.

Никол Пашинян на специальном заседании парламента по выборам нового премьер-министра Армении (1 мая 2018). Еревaн

სომხეთის ეროვნული კრების სპეციალურ სხდომაზე მას მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო  56. პრემიერის ასარჩევად 53 დეპუტატის მხარდაჭერა იყო აუცილებელი.

ფაშინიანის კანდიდატურა 30 აპრილს ფრაქცია „ელკმა“ წამოაყენა. არჩევისთვის ფაშინიანს 105-დან 53 ხმა სჭირდება. შესაბამისად, მისთვის მხარი უნდა დაეჭირათ არა მარტო ფრაქციებს „ელკ“, ბლოკ „ცარუკიანსა“ და „დაშნაკცუტუნს“, რომლებმაც მას ადრე დაუჭირეს მხარი, არამედ სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატთა ნაწილს.

კანონის თანახმად, ერთ კვირაში ახალი არჩევნები უნდა შედგეს. ამჯერად მეორე ტურში კანდიდატად წამოყენებისთვის პაშინიანს სჭირდება სულ მცირე დეპუტატთა ერთი მესამედის — 32 პარლამენტარის მხარდაჭერა. კენჭისყრის პროცედურა არ იცვლება.

თუ პრემიერს კვლავ ვერ აირჩევენ, ეს ავტომატურად გამოიწვევს ეროვნული კრების გაწვევას და 40 დღის განმავლობაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.