თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, 26 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი (75) სტამბულში АТР 250-ს სერიის ტურნირის პირველივე ტურში დამარცხდა.
1/16 ფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე გახდა 31 წლის ჟერემი შარდი (87), რომელმაც ქართველ სპორტსმენს საათნახევარში ორ სეტში მოუგო – 7:5, 6:3.
მატჩი იყო სავსე ორმხრივი შეცდომებით, რასაც ბრეიკ-პოინტების სტატისტიკა მოწმობს. ბასილაშვილმა ორ პარტიაში ხუთჯერ წააგო საკუთარი ჩაწოდება, შარდიმ — სამჯერ. მოგებული ქულების კუთხით ბასილაშვილის მაჩვენებელმა 45%, ხოლო მისი მეტოქის — 55% შეადგინა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა >>
ტურნირი სტამბულში 6 მაისამდე გაგრძელდება, მისი საერთო საპრიზო ფონდი 426 000 ევროს შეადგენს. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია ხორვატი მარინ ჩილიჩი (4), რომელიც წელს სტამბულში პირველ ნომრად არის განთესილი.