თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთზე, სოფელ ქანდასთან სარემონტო სამუშაოების გამო 1-3 მაისს ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
კომპანია „ენერგოტრანსი" ამ დღეებში ელეტროგადამცემ ხაზებს დაამონტაჟებს. საავტომობილო მოძრაობა 1 მაისს შეიზღუდება 15-15 წუთით 07:00 საათზე და 08:00 საათზე; ხოლო 2 და 3 მაისს — 15 წუთით 07:00 საათზე.
რეჟიმების დაცვას საპატრულო პოლიცია განახორციელებს.