ქართველი ძიუდოისტების მარცხი: წარუმატებელი ჩემპიონატი

Sputnik

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თელ-ავივში ვერც ერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ გამოდიოდნენ ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავეები.

ქართველი ძიუდოისტები ისრაელში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოვიდნენ. მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი ჯილდოს მოპოვება. მედლის გარეშე ქართველი ძიუდოისტები ბოლოს 1992 წელს გამართულ კონტინენტის პირველობაზე დარჩნენ.

1 / 16
საქართველოს ძიუდოისტების ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თელ-ავივში ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლო. პირველად ჯილდოს გარეშე ქართველი ძიუდოისტები 1992 წლის ჩემპიონატზე დარჩნენ. ფოტოზე - ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი შეჯიბრების შემდეგ
2 / 16
2016 წლის ევროპის ჩემპიონი 66 კგ-მდე კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი (მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი) პირველსავე რაუნდში დამარცხდა გერმანელ მიხაელ ადამთან, რომელიც 136-ე პოზიციას იკავებს მსოფლიო რეიტინგში
3 / 16
ბექა ღვინიაშვილმა (ნომერი 2 მსოფლიო რეიტინგში) ვერ გაუძლო ჰოლანდიელი ნელ ვან თენდის წინააღმდეგობას (34-ე ადგილი რეიტინგში)
4 / 16
არასახარბიელოდ იასპარეზა ქართული ნაკრების კაპიტანმა, 2016 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა, ევროპის რვა გზის ჩემპიონმა და 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა. პირველსავე გამოსვლაში მან ბელარუს დანიელ მუკუტესთან (38-ე ადგილი რეიტინგში) მარცხი განიცადა
5 / 16
ყველაზე ახლოს ევროპის ჩემპიონატის მედალთან ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი იყო, რომელიც ტურნირის ნახევარფინალში გადავიდა, თუმცა ფინალამდე ის რუსმა ტამერლან ბაშაევმა დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლა თუშიშვილმა ჰოლანდიელ ჰენკ გროლუსთან წააგო
6 / 16
73 კგ-მდე წონით კატეგორიაში 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი (მსოფლიო რეიტინგის მეოთხე ადგილოსანი) ბრძოლაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო, თუმცა მალევე დამარცხდა გერმანელ იგორ ვანდტკესთან
7 / 16
90 კგ-მდე წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა (მსოფლიო რეიტინგის 14-ე ნომერი) პოზიცია დაუთმო ბერძენ თეოდოროს ცელიდისუს (60 ადგილი რეიტინგში)
8 / 16
ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდნენ ქართველი გულშემატკივრებიც, თუმცა მათი მხარდაჭერა გუნდისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა
9 / 16
ძიუდოისტებმა ძალიან განიცადეს მარცხი. ფოტოზე - ლაშა შავდათუაშვილი ბრძოლის შემდეგ
10 / 16
გამოცდილმა ამირან პაპინაშვილმა (რეიტნგის მე-5 ადგილოსანი) შეძლო ნახევარფინალში გადასვლა, სადაცტურნირის მომავალ გამარჯვებულს, რუს ისლამ იაშუევს (მსოფლიოს რეიტინგის 17-ე ნომერი) დაუთმო პოზიცია. ქართველ ძიუდოისტს შანსი ჰქონდა მოეპოვებინა ბრინჯაოს მედალი, თუმცა მესამე ადგილისათვის ბრძოლაში პაპინაშვილი რუს ბესლან მუდრანოვთან (35-ე ადგილი რეიტინგში) დამარცხდა
11 / 16
ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (12-ე ნომერი რეიტინგში) პირველსავე რაუნდში წააგო ბესლან მურადოვთან (35-ე ადგილი)
12 / 16
ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპის ჩემპიონატზე დამარცხების შემდეგ
13 / 16
ჩემპიონატზე გუნდურ ქულებში გამარჯვებული რუსეთის ნაკრები გახდა, რომლის ძიუდოისტებმაც ხუთი მედალი მოიპოვეს. ფოტოზე - შეჯიბრება ნუგზარ ტატალაშვილის მონაწილეობით
14 / 16
ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი (41-ე ნომერი რეიტინგში) 81 კგ-მდე წონით კატეგორიის შეჯიბრების მეორე რაუნდში ბულგარელ ივაილო ივანოვთან დამარცხდა
15 / 16
ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი დამარცხების შემდეგ
16 / 16
ნაკრების ქომაგები ქართველი მოჭიდავეების გამოსვლების შედეგებით შოკირებულები იყვნენ, თუმცა მათი რწმენა ბოლომდე ჰქონდათ და იმედოვნებდნენ, რომ მათი თანამემამულე სპორტსმენები გაიმარჯვებდნენ