ტრაგედია მთებში: სრიალისას 4 ტურისტი დაიღუპა

ათმა ტურისტმა ძლიერი მოყინვა მიიღო
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. 4 ტურისტი დაიღუპა და 10-მა ძლიერი მოყინვა მიიღო შვეიცარიის ალპებში სრიალისას ორშაბათს ღამეს, იუწყება РИА Новости ვალეს კანტონის პოლიციაზე დაყრდნობით.

ტრაგედიის მიზეზი ამინდის მოულოდნელი ცვალებადობა გახდა.

რამ გამოიწვია გუდაურის საბაგიროზე ავარია: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა

ინციდენტი შამონი-ცერმატის სამთო-სათხილამურო ტრასაზე. უეცარმა უამინდობამ 10 ტურისტსა და მათ გიდს მთებში მიუსწრო, ასევე კიდევ 4 ადამიანს, რომლებმაც დროულად ვერ მიღწიეს ქოხს, სადაც ღამის გათევა შეიძლებოდა. შედეგად ოთხი მოთხილამურე დაიღუპა, კიდევ ხუთი სამაშველო სამსახურებმა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც აღინიშნება, საუბარია საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის მოქალაქეებზე.

კანტონის პოლიციამ ინციდენტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა.

ამჟამად ცერმატის რაიონში ზვავსაშიშროების საშუალო დონე ნარჩუნდება.