აფეთქება კრწანისის სასწავლო ცენტრში: ორი ადამიანი დაშავდა

ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. კრწანისში მდებარე შსს-ს სასწავლო ცენტრში ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უწყების ცნობით, ორმა პირმა, ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად ტერიტორიაზე შეაღწია, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო. ტერიტორია დანაღმული იყო და მითითებული იყო ნიშანი  – „შესვლა აკრძალულია“.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა „ნიუ-ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. 

ამჟამად ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.