ინცინდენტი ჯიქიას ქუჩაზე: პატრულის გინებისთვის დაკავებული მამაკაცი შეუძლოდ გახდა

მამაკაცმა საპატრულო პოლიციის მანქანა დააზიანა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საპატრულო პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის თბილისში ერთი პირი დააკავა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ინცინდენტი თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა საპატრულო პოლიციის მანქანა დააზიანა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

იტალიაში ქართველები ძალადობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს

„პატრული იდგა, როდესაც მოქალაქე მოვიდა და ფეხების დარტყმა დაუწყო მანქანას. მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა პატრულს, აქ რატომ დგახართო“, — ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თვითმხილვევლის განმარტებით, სამართალდამცველებმა მოქალაქის დამშვიდება რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც იგი დააკავეს. დაკავებისას მამაკაცი შეუძლოდ გახდა. 

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.