ავარია რუსთავი-თბილისის გზაზე: კადრები შემთხვევის ადგილიდან

Sputnik

რუსთავი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. იხილეთ ვიდეო კადრები შემთხვევის ადგილიდან

თბილისი-რუსთავის ტრასაზე ერთმანეთს დაეჯახა Mercedes-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი, რომლითაც ბოლნისში ბავშვები მიყავდათ ექსკურსიაზე. როგორც ქვემო ქართლის რეგიონული ტელეკომპანია იუწყება, ბავშვები ავარიის შედეგად არ დაშავებულან. სხეულის დაზიანება მიიღო ავტობუსში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა.