Cirque du Soleil: ქუჩის შთამბეჭდავი საცირკო შოუ

Sputnik

ცნობილი კანადური დასის Cirque du Soleil მსახიობებმა მოსკოვის პარკ "ზარიადიეში" ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით შოუ დადგეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს საუკეთესო ფოტოები ცირკის უშიშარი მსახიობების ქუჩის შოუდან

Cirque du Soleil 1984 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე მათ გამოსვლებს 80 მილიონზე მეტი მაყურებელი ყავდა ხუთი კონტინენტის ორასზე მეტ ქალაქში. ცირკი ცნობილია სპექტაკლებში ცხოველების მონაწილეობაზე კატეგორიული უარყოფითი დამოკიდებულებით და საკუთარი სინთეტიკური წარმოდგენებით, რომლებშიც საცირკო ხელოვნება ერწყმის მუსიკას, ასევე საუცხოო დიზაინითა და ქორეოგრაფიით. მიიჩნევა, რომ ცნობილმა დასმა საცირკო ხელოვნებას ახალი სიცოცხლე აჩუქა.

1 / 12
საცირკო დასი Cirque du Soleil-ის მსახიობებმა უფასო შოუ-პროგრამა უჩვენეს პარკ "ზარიადიეში" ზაფხულის სეზონის გახსნაზე
2 / 12
წარმოდგენა პარკის ყველაზე მაღალ წერტილში დაიწყო
3 / 12
მაყურებლებს შოუს დროს წარმოუდგინეს რამდენიმე პერსონაჟი ახალი პროგრამიდან სახელწოდებით OVO
4 / 12
კოსტიუმების სახელოსნომ ცირკისთვის 20 ათასზე მეტი კოსტიუმი დაამზადა. ყოველწლიურად ისინი საცირკო სამოსის შექმნაზე 20 კილომეტრზე მეტ ნაჭერს ხარჯავენ
5 / 12
დასის თითქმის ყველა მსახიობი დადის სამსახიობი ოსტატობისა და აკრობატიკის კურსებზე ხელოვნების სტუდიაში
6 / 12
Cirque du Soleil 20 წელზე მეტია მთელს მსოფლიოში საკუთარი მაყურებლისათვის გართობის ახალ ფორმებს ქმნის
7 / 12
Cirque du Soleil ფრანგულიდან ითარგმნება როგორც "მზის ცირკი"
8 / 12
საგასტროლო დასის მსახიობებს თან დააქვთ სცენა, სააკრობატო, სანათი და აუდიო ტექნიკა, ასევე ტრენაჟორები და სარეცხი მანქანებიც კი
9 / 12
მაყურებლის წინაშე წარსდგნენ: ჭამაია, თავდაჯერებული ბუზი, ოსტატი ფლიპო, ასევე რამდენიმე ტარაკანი და ხოჭო
10 / 12
მსახიობები უჩვენებდნენ პოპურებს ნომრებიდან "დიაბოლო" და "აკრობატული ტრიო"
11 / 12
მსახიობებმა ვირტუოზული ნომრებით ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს
12 / 12
28 აპრილიდან ცირკის მსახიობები ახალი წარმოდგენებით ტურს გამართავენ. პროგრამას უჩვენებენ მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ტოლიატიში, ყაზანში, ეკატერინბურგში და სოჭში