ხანძარი აჭარაში ლოკალიზებულია

ხანძარი ლოკალიზებულია, მისი საბოლოო ლიკვიდაციისთვის დღეს სპეციალურ ტექნიკას გამოიყენებენ
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. აჭარაში, შუახევის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხანძარი გუშინ, დაახლოებით 15 საათზე შუახევის რაიონის სოფელ კობალთის ტყეში ხეებს, ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა.

აბასთუმნის ტყეში ხანძარია

„ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევის ადგილზე… რჩებიან საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის ბრიგადები, რადგან ჯერ კიდევ არსებობს ცალკეული კერების გაღვივების საშიშროება და ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებული არ არის", – განუცხადა პირველ არხს მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

მან ასევე დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია ტექნიკა, ხანძრის კერებთან მიიყვანენ გზას და ტექნიკასაც გამოიყენებენ.

ხანძრის ჩაქრობა რთული რელიეფის გამო გართულდა. ცეცხლს ექვსი სახანძრო ბრიგადა ებრძოდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.