ქრთამის მიცემა: ფოთში ერთი პირი დააკავეს

ბრალდებულმა პოლიციელს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა შესთავაზა.
Sputnik

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალაქ ფოთში ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 21-24 აპრილს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს შპს „სანოს“ კუთვნილი ლითონის მიმღებ პუნქტში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ქრთამს სთავაზობდა.

ბრალდებულმა პოლიციელს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა შესთავაზა. 

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად“, რომელიც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.